„არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია: მოგზაურობა თანამედროვე რუსეთში“ - წიგნის პრეზენტაცია ზუგდიდში

18:09 11-04-2017
„არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია: მოგზაურობა თანამედროვე რუსეთში“ - წიგნის პრეზენტაცია ზუგდიდში

როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა და რა გავლენა აქვს მას დღევანდელ მსოფლიოზე? როგორ ცდილობს კრემლი ადამიანის გონებაში შეღწევას? როგორ იქმნება ალტერნატიული რეალობა თანამედროვე რუსეთში? - ამ კითხვებს პასუხობს პიტერ პომერანცევის წიგნი „არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია: მოგზაურობა თანამედროვე რუსეთში“, რომლის პრეზენტაცია დღეს, ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა. წიგნი „რადარამის“ მეთვრამეტე თარგმანია. ახალ თარგმანთან ერთად ორგანიზაციამ დამწრეებს ძველი თარგმანებიც წარუდგინა.

პიტერ პომერანცევი ბრიტანელი ჟურნალისტი, ავტორი და ტელეპროდიუსერია. ის წლების განმავლობაში რუსეთში, სატელევიზიო არხ „ტე-ენ-ტე“ -ში მუშაობდა. 2013 წელს ის ლონდონში გაემგზავრა და აქტიურად დაიწყო წერა რუსულ პროპაგანდაზე. გამოქვეყნებული აქვს სტატიები ისეთ გამოცემებში, როგორიცაა „ფაინეშელ თაიმსი“, „ვოლ სთით ჟურნალი“, „ნიუსვიქი“, „ნიუიორკერი“. ის თანამედროვე რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ინფორმირებული და გამოცდილი მიმომხილველია.

პიტერ პომერანცევმა აღნიშნული წიგნი სამი წლის წინ, 2014 წელს გამოსცა. პროექტი ორგანიზაცია „რადარამის“ მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

წაკითხულია 1048-ჯერ