„დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა"- სტენსილი ზუგდიდის ქუჩებში დემურ სტურუას ხელწერით და აქცია ძალადობის წინააღმდეგ

11:45 20-08-2016
„დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა"- სტენსილი ზუგდიდის ქუჩებში დემურ სტურუას ხელწერით  და აქცია ძალადობის წინააღმდეგ
სტენსილი, რომელზეც 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე დაწერილი წერილის ბოლო სიტყვები „დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა" ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, ზუგდიდშიც გამოჩნდა,სადაც მისივე ხელწერაა დატანებული...  „ეს ერთი წინადადება ათასობით გაუბედურებული ადამიანის ამბავია. ადამიანების, ვისაც სახელმწიფო და პოლიცია ატერორებს, აშინებს და კლავს. დემურ სტურუას ტრაგედია უკანასკნელი წვეთი უნდა იყოს მახინჯი ნარკოპოლიტიკის გამო დაღუპული ადამიანების ოკეანეში. ეს წინადადება ყველა კედელზე, ყველა ქალაქში უნდა დავწეროთ - რომ არ დაგვავიწყდეს, რომ მეტი აღარ დავუშვათ, რომ შევცვალოთ.„ სწორედ ამ მოტივით თეთრი ხმაურის მოძრაობა" დღეს  სამტრედიაში აქციას გეგმავს.აქციის მთავარი მოთხოვნებია:
1. პასუხისმგებლობაში მიეცეს პოლიციელი გოდერძი თევზაძე და მისი მეწყვილე, რომლის ვინაობასაც პოლიცია ამ დრომდე ასაიდუმლოებს.
2.თანამდებობა დატოვოს სამტრედიის რაიონული პოლიციის უფროსმა.
3. შსს-ს მინისტრმა საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამონაწილეობით შექმნას მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც თბილისსა და რეგიონებში პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებისა და შანტაჟის პრაქტიკებს შეისწავლის.
4. დაუყოვნებლივ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად.
ორგანიზაციის ინფორმაციით, აქცია 17:00 საათზე სამტრედიის  პოლიციის შენობასთან დაიწყება.შეგახსენებთ, რომ დემურ სტურუამ  სოფელ დაფნარში 8 აგვისტოს თავი მოიკლა.თვითმკვლელობამდე მან  წერილი დატოვა, სადაც ის პოლიციელის მხრიდან მუქარაზე საუბრობს.22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე გამოძიებას დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე (უფლებამოსილების გადამეტება) და 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მუხლებით მიმდინარეობს.
 
საიტზე გამოქვეყნებული ფოტო ეკუთვნის მიშა ძიძიგურს
 
წაკითხულია 2572-ჯერ

საზოგადოება

16:55 13-12-2018
არასრულწლოვნებისთვის პიროტექნიკის მიყიდვა იკრძალება. საკანონმდებლო ცვლილებას პარლამენტში დებატები მოყვა. ცვლილებების ინიციატორი განათლების კომიტეტია.   საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილს განსხვავებული პოზიცია აქვს…
11:43 13-12-2018
ზუგდიდის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის ლაშა ჯაიანის ყოფილმა კომპანიამ შპს „ევრომშენი 999”, 2016-2018 წლებში, 70-ზე მეტ ტენდერში მიიღო…
11:26 13-12-2018
2019 წლის 1 იანვრიდან გეგმიური აცრები სავალდებულო იქნება. შესაბამისი ცვლილებები ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონში შევიდა და ის პარლამენტმა 81…
12:01 12-12-2018
ზუგდიდში ყინულის მოედნის რეაბილიტაციისთვის 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა ის ამ დრომდე არ ფუნქციონირებს.ინფორმაციას საბიუჯეტო თანხის სავარაუდო არამიზნობრივად ათვისების…
20:35 11-12-2018
გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი უმუშევარი რჩება. მმართველი გუნდი სახელდახელო საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს, რომელიც სალომე ზურაბიშვილს საშუალებას მისცემს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის…
17:00 11-12-2018
საკრებულოს საფინანსო- საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ბაღის მასწავლებლების ხელფასის ზრდა ვერ ხერხდება.   დეპუტატმა დღეს გამართულ ბრიფინგზე 2019…
15:58 11-12-2018
თბილისში, წერეთლის გამზირზე, მოქალაქეს ავტომობილი მოპარეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.   AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი მან­ქა­ნი­დან გადა­ვი­და, რომ სწრა­ფი გა­დახ­დის აპა­რა­ტი­დან…
13:40 11-12-2018
 რამდენიმე წუთის წინ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშთან მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.   ,ოპელის '' მარკის მსუბუქი ავტომანქანა აუდის მარკის ავტომანქანას…
12:35 11-12-2018
 ეს სიმინდის ნაგულის კარავია - გუნგაშ კარაია.   ზამთარში, როცა გარეთ ციოდა, წვიმდა, თოვდა თუ ქარი დაწანწალებდა ( ბორია ისანწალუდ), …
12:00 11-12-2018
ბიძინა ივანიშვილს დედა მოუკვდა. - ამის შესახებ ინფორმაციას   პარტიის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия .ავრცელებს.   ციცინო ივანიშვილი 96 წლისა…